წიგნში განხილულია მეწარმეობის შესახებ ის ძირითადი კონცეფციები და ცნებები, რომლებიც ჩამოყალიბებულ იქნა მეცნიერთა და მკვლევართა მიერ. წინა საუკუნეებიდან დაგროვილი ცოდნის ორიგინალური წვლილი და თანამედროვე თეორიები უზრუნველყოფენ სასარგებლო ფონს მეწარმეობის თეორიის პრაქტიკაში ეფექტიანი გამოყენებისათვის. ასევე განხილულია თეორიები ეკონომიკის, ფსიქოლოგიისა და რამდენიმე სხვა მიმართულების გარშემო, რომლებიც უკავშირდება მეწარმეობას. მათი მიზანია მეწარმეობის პროცესის სრულყოფილად გააზრება და თანამედროვე თეორიისა და პრაქტიკის უკეთ გაგება.