ნაშრომში მოცემულია „ვეფხისტყაოსანსა“ და სხვა ძეგლებში ხმარებული გზის აღმნიშვნელ ტერმინთა ახსნა და კლასიფიკაცია; წყაროების (ნარატიული, დოკუმენტური, ლიტერატურული და ფოლკლორული) ჩვენებათა შესწავლის საფუძველზე განსაზღვრულია ფეოდალური საქართველოს მთავარ მაგისტრალურ და ადგილობრივი მნიშვნელობის გზათა მიმართულებანი, დადგენილია სხვადასხვა ეპოქაში გზათა ცვალებადობა, შესწავლილია ცალკეულ გზათა პოლიტიკური და ეკონომიური მნიშვნელობა საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის.