საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 1962 წლის 27 სექტემბრის დადგენილებით აკადემიის პრეზიდიუმთან ჩამოყალიბდა „ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ირაკლი აბაშიძე (თავმჯდომარე), ილია აბულაძე, შალვა ამირანაშვილი, გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე ბარამიძე, ვუკოლ ბერიძე, ნიკო ბერძენიშვილი, ივანე გიგინეიშვილი, ისიდორე დოლიძე, მამია ებრალიძე (სწავლული მდივანი), ვარლამ თოფურია, პავლე ინგოროყვა, გიორგი ლეონიძე, შალვა ნუცუბიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი ჩიტაია, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ჩუბინაშვილი, გიორგი წერეთელი.