"ვეფხისტყაოსანი ქართული რენესანსული კულტურის მწვერვალია. იგი ორგანულად არის ამოზრდილი ჩვენი ეროვნული ცხოვრების ნიადაგზე. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობის და, კერძოდ, ესთეტიკური კონცეფციის არსებითი თავისებურება განუმეორებელ ორიგინალობაში გამოიხატება და ამდენად იგი საერთაშორისო კულტურული მნიშვნელობის,
ძეგლს წარმოადგენს".