ნაშრომში გაშუქებულია საქართველოში XIX საუკუნის I ნახევარში საეკლესიო მეურნეობის ძირითადი საკითხები, ტრადიციული საეკლესიო მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ფორმები; საეკლესიო მამულებისა და ქონების სეკულარიზაცია და ეტაპები. ნაჩვენებია რუსეთის თვითმპყრობელობის ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკის შტრიხები საეკლესიო მამულებისა და შემოსავლების სახაზინო უწყებაში გადარიცხვასთან დაკავშირებით.