წიგნი ეთმობა თანამედროვე ლიტერატურის თეორიისათვის მნიშვნელოვან და საინტერესო პრობლემას – ლიტერატურული ანტიუტოპიის ჟანრული თავისებურებისა და კონკრეტულ ანტიუტოპიურ ტექსტებში ქრონოტოპული მოდელების რეალიზების სპეციფიკის კვლევას. ნაშრომში განხილულია ლიტერატურული ანტიუტოპიის ჟანრის გენეზისისა და ჟანრული სპეციფიკის საკითხი, გამოკვეთილია ლიტერატურულ ანტიუტოპიაში ქრონოტოპული კატეგორიების რეალიზების ტენდენციები და დადგენილია მათი ჟანრულ-მაკოორდინირებელი ფუნქცია ზოგადად ლიტერატურული ანტიუტოპიისა და, კერძოდ, ესქატოლოგიური ანტიუტოპიის ფარგლებში. პრობლემა შესწავლილია კონკრეტული ლიტერატურული ტექსტების დონეზე.