,,მეცნიერული ნაშრომი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ერთ საკითხთან დაკავშირებით თავმოყრილ მეცნიერულ მოსაზრებებს, ამ მოსაზრებების ანალიზს, მათი ურთიერთმიმართების დადგენას. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარი „არ სვამს წერტილს“ - ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკითხი ჯერ კიდევ ღიაა, არავითარი იმპერატივი, მხოლოდ ვარაუდები, მაგრამ ეს ის ვარაუდებია, რომლებიც „თავშეკავებული სიჯიუტით“ იკვლევენ გზას მკითხველისკენ. ირმა რატიანის „ფაბულა და სიუჟეტი (pro et contra) სერიოზული შენაძენია ქართულ მეცნიერებაში – რუსუდან ცანავა.