დამხმარე სახელმძღვანელოში გააზრებულია ბედისა და ხვედრის ფენომენები. ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეთმობა ბედისა და ხვედრის ფენომენების ურთიერთმიმართებას ანტიკურობაში, ქრისტიანობაში, ახალ დროსა და თანამედროვეობაში. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დროის, როგორც მეტაფიზიკური ფენომენის, განხილვას.