ნაშრომში გამორკვეულია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებასთან დაკავშირებული რუსეთის დროებითი მთავრობის პოლიტიკა. მის მიერ ახალი რუსეთის სახელმწიფოში ქართული ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობა; შესწავლილია კავკასიის სამიტროპოლიტოსა და ქართული ეკლესიისაგან სოხუმის ეპარქიის გამოყოფის მიზეზები და ამით გამოწვეული შედეგები. მრავალრიცხოვან მასალაზე დაყრდნობით მოცემულია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეკლესიის ადგილი და დანიშნულება; ქართული ეკლესიის დამოკიდებულება დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისადმი და ამ უკანასკნელის სარწმუნოებრივი პოლიტიკა. გაშუქებულია ქართველი სამღვდელოების ბრძოლა სასულიერო განათლების ნაციონალიზაცია–დემოკრატიზაციისათვის; მის მიერ განხორციელებული სასულიერო-საგანმანათლებლო ქსელის ორგანიზაცია და ამ საქმესთან ეროვნული კულტურის ყველა სფეროს უშუალო დაკავშირება.