სამეცნიერო გამოკვლევაში ასახულია საეკლესიო გლობალიზაციის ისტორია კავკასიაში, რომლის ქრონოლოგიური ჩარჩო შემოსაზღვრულია ადრეფეოდალური ხანიდან საბჭოთა ეპოქის ჩათვლით. მონოგრაფიაში ეტაპობრივად არის გადმოცემული ყველა იმ საეკლესიო გლობალიზაციის პროექტის ისტორია, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ზემოაღნიშნულ პერიოდებში. ამასთან, ნაშრომში ახსნილია საეკლესიო ერთობის იდეის წარმოშობის მიზეზები: პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სარწმუნოებრივი; შეფასებულია საეკლესიო გლობალიზაციით მიღებული შედეგები; გლობალური პროექტების განხორციელებისათვის მეცადინეობის მეთოდები და ხერხები; გლობალიზაციის გეგმების წარუმატებლობის მიზეზები და მათი კანონზომიერების ალბათობის საკითხი.