წინამდებარე კრებულში შესულია წმინდა ანთიმოზ ივერიელის თხზულებები: „დიდაქეები“, "ანთიმოზ ივერიელის მონასტრის ტიპიკონი", „კანონთა თავები“, „საეკლესიო სწავლება", „სწავლება სინანულის საიდუმლოს შესახებ“, თავდასაცავად დაწერილი უსტარები, ანთიმოზ ივერიელის მიერ დასტამბულ გამოცემათა წინასიტყვაობები და მიძღვნები. კრებულს თან ერთვის ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებისა და შრომების ქრონოლოგია, კომენტარები და სახელთა საძიებელი.