მონოგრაფიაში განხილულია საქართველოში გარდამავალი ეკონომიკის დამახასიათებელი ნიშნები; გაანალიზებულია საქართველოს მრეწველობაში განხორციელებული რეფორმები; დამუშავებულია სამრეწველო ფირმაში მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების კონცეპტუალური საფუძვლები; მოცემულია სამრეწველო ფირმის მენეჯმენტის შეფასების და მართვის ორგანიზაციის მიკროეკონომიკური ანალიზი; ფირმის მმართველობითი პოტენციალის ანალიზისას ყურადღება გამახვილებულია მენეჯმენტის ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე; მოცემულია საწარმოში პერსონალის მართვის კონცეფცია და პერსონალის მართვის პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული მეთოდები და საშუალებები; დასაბუთებულია სამრეწველო საწარმოების ოპერაციათა მენეჯმენტის სისტემის განვითარების თანამედროვე ტენდენციები; საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდისათვის დამუშავებულია ფირმის მართვის ფუნქციური სისტემების ოპტიმიზაციის ძირითადი მახასიათებლები და საწარმოში მისი სრულყოფის მიმართულებები; დასაბუთებულია გარდამავალი ეკონომიკის პირობებში სამრეწველო საწარმოთა სტრატეგიის მართვის სრულყოფის აუცილებლობა და განსაზღვრულია მისი ძირითადი მიმართულებები, დამუშავებულია ქ. თბილისის სამრეწველო საწარმოთათვის გლობალური მენეჯმენტის სრულყოფის სტრატეგია.