„ბიოგრაფიები“ ლაშა იმედაშვილის ერთ-ერთი ციკლია, პოსტმოდერნული მიმდინარეობის თავისებური ნაირსახეობა, რომელიც მოიცავს ვრცელ საზოგადო არეალსა და დროს, საკაცობრიო ტკივილებს, მაგრამ უპირატესად ჩვენი ცხოვრების ტრაგიკულობაა გამოსახული, ჩვენი ბედისწერა გამოსჭვივის. ამასთან, წარმოჩენილია წუთისოფლის წრებრუნვა და შინაგანი სიახლოვე თითქოსდა დაცილებულ ეპოქებსა და პიროვნებებს შორის.