ნარკვევში გაკრიტიკებულია საქართველოს ოპოზიციის და ქართველების ნაწილის უარყოფითი, თითქოს ეროვნული, სინამდვილეში ნაციონალისტური – და არა ნაციონალური – დამოკიდებულება ე.წ. „თურქი მესხების“ თავიანთ სამშობლოში დაბრუნების საკითხთან. განხილულია საქართველოში და მის გარეთ, მსოფლიოში მიმდინარე გარდამტეხი მოვლენების ტენდენციური, კერძო ინტერესებით შეფასების უარყოფითი მნიშვნელობა კაცობრიობის პროგრესული განვითარების საქმეში.