წიგნის პირველ თავში თავმოყრილია ქართველ მწერალთა, მეცნიერთა, საზოგადო მოღვაწეთა, ილიას დიდი ეროვნული ღვაწლის სათანადოდ დამფასებელი, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტით გამაანალიზებელი სტატიები, მეცნიერული გამოკვლევები, პუბლიცისტური გამოსვლები. მეორე თავი წარმოაჩენს ილიას ვერაგულად მოკვლით გამოწვეული საერთო-სახალხო გლოვის მასშტაბს, იმას, თუ როგორ დარაზმა ამ თავზარდამცემმა ამბავმა მთელი ერი ერთი დროშის ქვეშ.