წიგნში შესულია ნიკოლოზ კანდელაკის წერილები, რომლებშიც განხილულია ქართული ლიტერატურის კორიფეების: შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. აქვეა წარმოდგენილი ქართული მჭევრმეტყველების ზოგადი მიმოხილვა.