ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

გერმანული ლიტერატურულ-ესთეტიკური რეცეფციები გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში

გამოცემის წელი2006
გამომცემლობაუნივერსალი

შრომა წარმოადგენს სერიოზულ ცდას, გაარკვიოს, თუ რა ადგილი უკავია გერმანულ კულტურას გალაკტიონის შემოქმედებაში. რამდენადაც საკითხი მეტად რთულია და მოცულობითაც ვრცელი, მკაცრადაა განსაზღვრული კვლევის ჩარჩო და ფარგლები. კერძოდ, მოკლედ, მაგრამ ხელშესახებად არის წარმოდგენილი ფილოსოფიურ-ესთეტიკური აზრის განვითარების ის ხაზი, რომელიც საფუძვლად დაედო მოდერნისტულ ხელოვნებას ზოგადად და გალაკტიონის შემოქმედებას კონკრეტულად. ყურადღება ეთმობა ტრადიციულ ნაკადსაც, რომელიც წარმოადგენდა მძლავრ ფუნდამენტს, რომელზეც აშენებდა პოეტი ყოველგვარ სიახლეს ლიტერატურაში.