„მოთხოვნილების ფსიქოლოგია“ თავს უყრის იმ საკითხებს, რომლებიც არსებითადაა დაკავშირებული მოთხოვნილების ფსიქოლოგიური ფაქტის შინაგანი ბუნებისა და ფუნქციის გარკვევასთან. წიგნში დასმულია მოთხოვნილების რაობასთან მიმართების მქონე მრავალი სადავო საკითხი და მოცემულია მათი გადაჭრის ცდა მარქსისტული მეთოდოლოგიის პრინციპული პოზიციიდან.