საქართველოს საისტორიო საზოგადოებამ (თავმჯდომარე აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია) 1980 წლის 31 ოქტომბერს შეხვედრა მოუწყო პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძეს. აქ გამოცხადდა მისი საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრად არჩევის შესახებ. ი. აბაშიძემ შეასრულა საპატიო წევრის რიტუალი – ღია ცის ქვეშ მუზეუმის ერთ-ერთ კუთხეში დარგო მუხა. წინამდებარე კრებულში დაბეჭდილია ქართველ მეცნიერთა მისალმებები ძვირფასი სტუმრისადმი.