წიგნი მიზნად ისახავს XX საუკუნის დიდი ქართველი მწერლის მ. ჯავახიშვილის შემოქმედების ყოველმხრივ შესწავლასა და ანალიზს. განხილულია მწერლის პუბლიცისტური მემკვიდრეობაც, რომელიც შექმნილია რუსეთის პირველი რევოლუციის პერიოდში. შესწავლილი და განზოგადებულია მ. ჯავახიშვილის შეხედულებები ლიტერატურაზე, ენასა და ხელოვნებაზე; წაკითხული და გააზრებულია მწერლის ყველა თხზულება და შეჯამებულია მისი ლიტერატურული მოღვაწეობა; გაანალიზებულია მწერლის ენობრივ-სტილისტური თავისებურებანი და მხატვრული აზროვნების ხერხები.