,,ანთოლოგიაში ტრადიციული ლიტერატურული ჟანრების – იგავის და არაკის ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილია მოთხრობები, რომლებიც მხატვრული ბუნებით, წყობით იგავის ტიპისაა, იგავურია. ევროპულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, მათ პარაბოლები უნდა ვუწოდოთ. ამგვარ ნაწარმოებებში გადმოცემული რეალისტური, მეტ-ნაკლებად პირობითი ან მთლიანად ზღაპრულ-ფანტასტიკური (არაკისებური) ამბავი, ისტორია სიმბოლოს ხასიათს იძენს – მასში სიმბოლური სახით არის ფორმულირებული სამყაროში, ადამიანების სულიერ, ზნეობრივ, სოციალურ არსებობაში მოქმედი ზოგადი კანონზომიერება, ინტელექტუალური ხედვით გამოკვეთილი ზოგადი აზრი ამ არსებობის შესახებ. წიგნში გაერთიანებული ნაწარმოებები ისევე მრავალგვარია, როგორც ადამიანთა ცხოვრება და მისი მხატვრული გააზრების და გამოსახვის შესაძლებლობები".