წიგნი „პოსტმოდერნიზმის ესთეტიკა და ჯონ ფაულზის რომანები“ ეძღვნება მწერალს, რომლის სახელსაც განსაკუთრებით ხშირად ახსენებენ XX საუკუნის მიწურულის პროზისა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის პრობლემატიკაზე საუბრისას. მისი შემოქმედება ლიტერატურის უახლესი თეორიების გათვალისწინებით და XX საუკუნის მე-2 ნახევრის დიდი ბრიტანეთის ლიტერატურული ტენდენციების კონტექსტშია განხილული. წიგნი უდავოდ დააინტერესებს როგორც პოსტმოდერნიზმის ესთეტიკითა და თეორიით, ასევე თანამედროვე ინგლისური ლიტერატურის ისტორიის კვლევით გატაცებულ პირებს.