მონოგრაფია ეძღვნება საქართველოს ტერიტორიაზე განსახლებული მოსახლეობის პალეოპათოლოგიური პროცესების შესწავლას. შესწავლილია საქართველოს პალეომოსახლეობის ფიზიოლოგიური სტრესის მარკერების გავრცელება სივრცესა და დროში; ფიზიოლოგიური სტრესის მარკერების და ეპიგენეტიკური ნიშნების ცვალებადობა განხილულია, როგორც ეპოქალურ, ასევე ეკოლოგიურ ჭრილში. განსაზღვრულია ცხოვრების დონის გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და გარემო პირობებთან ადაპტაციაზე.

