მონოგრაფია მომზადებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი სადოქტორო პროგრამის - “ფილოლოგია” (ქვედარგი “ტიპოლოგიური ლინგვისტიკა”) ფარგლებში და, შესაბამისად, წარმოადგენს ჩატარებული კვლევის შედეგებს. იგი ეხება დროისა და კილოს მორფოლოგიური კატეგორიის პრობლემას. მათი ფორმობრივი და ფუნქციური მიმართებები შესწავლილი და გაანალიზებულია კონტრასტულ ჭრილში. კერძოდ, ქართული და ინგლისური ენების მასალაზე დაყრდნობით.