წიგნში მოთხრობილია კაცობრიობის ისტორიულ პერიოდში, დედამიწის ბუნებრივი სეისმური, სტიქიური, ენდოგენური და ეგზოგენური მნიშვნელოვანი კატასტროფები (მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევები, მეწყრები, ზვავები, სამდინარო და საზღვაო წყალდიდობები, ცუნამები, ციკლონები, ქარბორბალები, მეტეორიტები) და ადამიანების დანაშაულებით, ბოროტებით, უცოდინარობით, დაუდევარი ქმედებებით ბუნებისთვის და კაცობრიობისთვის მიყენებული ტექნოგენური კატასტროფები (აფეთქებები, ხანძრები, ჩაძირული გემები და წყალქვეშა ნავები, ჩამოვარდნილი თვითმფრინავები და კოსმოსური ხომალდები, ავარიები რკინიგზაზე და მეტროში, ეკოლოგიური კატასტროფები, ტერორისტული აქტები, ტრაგედიები).