ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კანონიერი ქურდები საქართველოში

გამოცემის წელი2004
გამომცემლობა

წიგნში მოცემულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე ქურდული საზოგადოებების სტრუქტურა და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი “კანონიერი ქურდების” დახასიათება. აგრეთვე აღწერილია მეტ-ნაკლებად ცნობილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების ბიოგრაფიები. სპეციალური თავები ეძღვნება ე.წ. “ქურდულ კანონს”, მის ძირითად დებულებებს და “კანონიერი ქურდის”, როგორც კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლის პიროვნებას. მონოგრაფიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ბრძოლის სამართლებრივ მეთოდებს და ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილებას. ავტორები მსჯელობენ “ორგანიზებულ და პროფესიონალურ დანაშაულობასთან ბრძოლის” შესახებ კანონის მიღების აუცილებლობაზე და ფართო აუდიტორიას განსახილველად სთავაზობენ ორგანიზებულ და პროფესიონალურ დანაშაულობასთან ბრძოლის კანონპროექტს.