წიგნში განხილულია ისტორიული მატერიალიზმის საკვანძო საკითხები, რომლებსაც აქტუალური თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. საყურადღებო ასპექტებით არის გაანალიზებული ისტორიული მატერიალიზმის და კერძო საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კავშირი, ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეთმობა მარქსისტული ზოგადსოციოლოგიური მოძღვრების კანონებისა და კატეგორიების არსის გადმოცემას მეთოდოლოგიური და გამოყენებითი მხარეების ჩვენებით. გარკვეულია ვ. ი. ლენინის უდიდესი როლი ისტორიული მატერიალიზმის პრობლემატიკის დამუშავებასა და განვითარებაში. გაკრიტიკებულია ბურჟუაზიული კონცეფციები ზოგადსოციოლოგიურ კანონებსა და კატეგორიებზე, გამომჟღავნებულია ამ შეხედულებათა კლასობრივი მიზანდასახულება.