წინამდებარე მონოგრაფია ეძღვნება ახალი ეპოქის გარიჟრაჟზე XVII-XVIII საუკუნეების საქართველოსა და ევროპის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწის, დიდი ღვთისმეტყველის, განმანათლებლისა და ჰუმანისტის წმინდა ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მასში გაანალიზებულია ახალი დროის ფილოსოფიურ-რელიგიური ევროპული პარადიგმა და ეპოქის ზნეობრივი დილემების დაძლევის გზები ანთიმოზ ივერიელის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობაში.