წიგნში შეძლებისდაგვარად სრულად განიხილება ენის, როგორც სემიოტიკური სისტემის აგებულებისა და ფუნქციონირების ზოგადი პრინციპები, სინქრონიული და დიაქრონიული ანალიზის უახლესი მეთოდები; ბუნებრივ ენათა ტაქსონომიური და დინამიკური (ე. წ. „წარმომშობი") მოდელები; მსოფლიოს ენათა განსხვავებულ ლინგვისტურ ტიპებად კლასიფიკაციის საფუძვლები; ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების თეორიული წანამძღვრები და კომპარატივისტიკის, სტრუქტურული ტიპოლოგიისა და უნივერსალიათა ლინგვისტიკის ორგანული ურთიერთკავშირის თანამედროვე კონცეფციები; ენათმეცნიერების ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური, ანთროპოლოგიური, გამოყენებითი ასპექტები.