მონოგრაფიაში შესწავლილია ფეოდალური ხანის ქალაქის – გორის - ისტორია 1801 წლამდე, ე. ი. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებამდე, როცა, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო, შესუსტდა გორის აქტიური როლი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.