ნაშრომში საველე-ეთნოგრაფიული და საარქივო მონაცემების საფუძველზე განხილულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ხალხური მედიცინა, კერძოდ, მთაში გავრცელებული დაავადებანი, მათთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები და მკურნალობის ხალხური საშუალებანი ყოფის სხვა ელემენტებთან ურთიერთკავშირში, კონკრეტული გარემო პირობების გათვალისწინებით.