წიგნში მოთხრობილია ერთი ჩვეულებრივი ადამიანის მიერ XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე განვლილი ცხოვრების, უმეტესად ტკივილიანი ეპიზოდები. 80 წელს მიღწეულმა ეკონომისტმა და ჟურნალისტმა ამირან მითაგვარიამ, ჯერ მშფოთვარე და დამთრგუნველ კომუნისტური სისტემის წიაღში, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში შეინარჩუნა ადამიანობის აუცილებელი თვისება – სიკეთისკენ სწრაფვა. მისი მოგონებები და განცდები შესაძლებელია მრავალი თანამედროვის ცხოვრების იდენტური იყოს.

