წინამდებარე სახელმძღვანელო დამუშავებული და შედგენილია საბჭოთა და მსოფლიო აგროქიმიური მეცნიერების მიღწევათა საფუძველზე. მასში მაქსიმალურადაა გამოყენებული აგროქიმიური ხასიათის გამოკვლევათა შედეგები და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამოცდილება, განსაკუთრებით, სასუქების რაციონალურად გამოყენების დარგში. სახელმძღვანელო მოიცავს აგრეთვე ავტორის მიერ მოპოვებულ ორიგინალურ მასალას, რაც ბევრ აგროქიმიურ ცნებასა და დებულებას უფრო გასაგებს ხდის მკითხველისათვის.