წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს მემორიალური კულტურის (საფლავის ძეგლების) მონოგრაფიულად შესწავლის პირველ ცდას. გაეცნობით რამდენად იყო ქართველი ხალხი ჩაბმული ზოგადქრისტიანულ კულტურულ წრეში, რამდენად სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული მის წესთან, მორალთან, როგორ აისახებოდა, ან რა რიგის ტრანსფორმაციას განიცდიდა წარმართული სარიტუალო პრაქტიკა ახალ რელიგიასთან შეხვედრისას.