„ფუტკრების ცხოვრებასთან" დაკავშირებით ჩვენი საერთო განწყობის გამომხატველი მინიატურული წინათქმის სახით ვიტყოდით მხოლოდ იმას, რომ, ერთის მხრივ, მნიშვნელოვან ხარვეზად მიგვაჩნდა ამ წიგნის არარსებობა ქართულ ლიტერატურაში, მეორეს მხრივ კი, ვთარგმნეთ ის გამომდინარე ჩვენი ზოგადი მრწამსიდან:
– ზოგიერთი თხზულება მიტანილ იქნას მკითხველამდე არა იმ მოსაზრებით, რომ მასში ადამიანისთვის მისაწვდომი უკანასკნელი ჭეშმარიტებაა გახსნილი, არამედ ამ უკანასკნელისკენ დიდი წყურვილით მიმართული ნოსტალგიის მშვილდის სახელით.
და თუკი ჩვენვე შეგვიძლია მოვიძიოთ და დავასახელოთ აბსოლუტურზე კიდევ უფრო ზუსტად ორიენტირებული და უფრო მეტი ძალით მოზიდული მშვილდები, იმ ფაქტს ხომ ვერსად გავექცევით, თუ რაოდენ საპატიო ადგილი უჭირავს მშვილდოსანთა რიგებში „ბრმების“, „ლურჯი ფრინველის", „განძი თვინიერთასა" თუ „ფუტკრების ცხოვრების“ ღრმად განსულიერებულ ავტორს და რა განსაცვიფრებელი შემადგენლობის სისხლშია ამოწობილი მისი მშვილდიდან გატყორცნილი ისრები.
მთარგმნელი