ასე იწყება ნოდარ წულეისკირის ჩანაწერების წიგნი „ოცი წელი წერაქვში“:
„წერა არ შემიძლია, მაგრამ მაინც უნდა დავწერო. ხელი არ მემორჩილება – მაინც უნდა დავწერო! როგორ დავწერო, საიდან დავიწყო, გონებაც დაულაგებულია, რა გამოვა, არ ვიცი. რამდენი ხანია, კალამი ხელში არ ამიღია. ჩემი ცხოვრება ასე აეწყო: სამოქალაქო ომი, ეროვნული მოძრაობა, ავადსახსენებელი 90-იანი წლები, გადატანილი სირთულეებითა და სიმწარეებით, გამქრალია გონებიდან...“
შემდეგ მწერალი იტყვის:
1992 წლიდან შვილის სააგარაკო სახლი სოფელ წერაქვში გახდა ჩემი თავშესაფარი. მაშინ დასრულდა ჩემთვის მწერლობა, სიცოცხლე... დავიარებოდი ეული, უარყოფილი და ტვირთად დავატარებდი დაუწერელი, მკვდრადშობილი პერსონაჟებისა და გმირების სახეებს“.