წინამდებარე წიგნი ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული იმ დოკუმენტების კრებულია, რომლებიც გამორჩეულად წარმოადგენენ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლების („მარშლების“) მოღვაწეობის ყველაზე ღირსსახსოვარ მომენტებს. ნაღვაწისა და გადარჩენილი დოკუმენტების შესაბამისად თითოეული განსხვავებულ ფორმატშია წარმოდგენილი.