რელიგიის, ფილოსოფიისა და მეცნიერების ყველა დიდი კითხვებიდან უდიდესია კითხვა თვით ცხოვრების საზრისის შესახებ. ბევრი პასუხი გასცა ამ კითხვაზე დოქტრინულმა რელიგიებმა, თუმცა მხოლოდ მისტიკოსებმა შეიცნეს დიდი საიდუმლო.
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ცხოვრების აზრის ისტორიული ძიების მიმოხილვას იმ კაცის მიერ, რომელიც იყო მისტიკოსისა და რეალისტის უცნაური ნაზავი, იმავდროულად – მსოფლიოში ცნობილი დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის სფეროში, ოდესღაც ბელგიელ შექსპირად აღიარებული. თუმცა იმდენი რამ მოხდა თანამედროვე სამყაროში მისი გარდაცვალების შემდეგ (1949 წ.), რომ დღეს მისი შემოქმედება თითქმის დავიწყებულია, მისი პიესები აღარ იდგმება, ეს წიგნი კი მხოლოდ მის ბიოგრაფიებში ფიგურირებს. არსებითად კი, „დიდი საიდუმლო“ იგნორირებული შედევრია.