ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მცენარე ჯანმრთელი გარემოსათვის

გამოცემის წელი2005
გამომცემლობააჭარა

მონოგრაფია ეძღვნება ტოქსიკური ქიმიური ნაერთებით გარემოს დაბინძურების პრობლემას. დახასიათებულია ძირითადი ანთროპოგენური ტოქსიკანტები, გარემოში მათი გავრცელების წყაროები; ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოველურ და მცენარეულ ორგანიზმებზე ტოქსიკანტების ზემოქმედების ხასიათი. განხილულია მცენარეში უცხო წარმოშობის ნაერთების შეღწევის, გადაადგილებისა და გარდაქმნების ძირითადი ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესები; ქსენობიოტიკების დეტოქსიკაციის ფერმენტული მექანიზმები. აღწერილია ქიმიურად დაბინძურებული გარემოს გასუფთავების თანამედროვე ეკოლოგიური ტექნოლოგია (ფიტორემედიაცია), რომელიც დაფუძნებულია მცენარეების უნიკალურ უნარზე, ჰაერიდან, წყლიდან და ნიადაგიდან  შთანთქან და გააუვნებელყონ უაღრესად ფართო სპექტრის ქიმიური ტოქსიკანტები.