,,ვგონებ, ურიგო არ იქნება, გაგაცნოთ ჩემ მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მოგონებები არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომელთა სახელებსაც ფართო საზოგადოება კარგად იცნობს, არამედ ჩემს იმ ახლობლებზეც, რომლებმაც ღრმა კვალი დამიტოვეს გულში.. ცხოვრების წესი ასეთია: წლები მიქრის, ახლობლები, შეუცვლელი ადამიანები თანდათან გვაკლდებიან... რჩება დიდი გულის ტკივილი, ტკბილ-მწარე მოგონებები... მაგრამ სიცოცხლე მაინც გრძელდება, ხე სიცოცხლისა ჩამოტეხილი ტოტების ნაცვლად ახალ-ახალ ამონაყრებს იღებს" – ჯულიეტა რუხაძე.