ნაშრომში განხილულია აფხაზთა რელიგიური შეხედულებების განვითარების ძირითადი ეტაპები, ნაჩვენებია მათი წარმართული რწმენის თავისებურებანი, გაანალიზებულია აფხაზთა შორის ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების პროცესი, აფხაზეთის საკათალიკოსოს შექმნის მიზეზები და მისი ფუნქციონირების ისტორიული პირობები, აფხაზების კვლავ გაწარმართება და ისლამის მიერ ქრისტიანობის დასუსტება XVI-XVIII საუკუნეებში, XIX საუკუნეში ქრისტიანობის აღდგენის ღონისძიებანი აფხაზეთში, ცარიზმის შოვინისტური საეკლესიო პოლიტიკა საქართველოს ამ ძირძველ მხარეში, რელიგიისა და ეკლესიის მდგომარეობა საბჭოთა ხელისუფლების პირობებში.