ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, დანიელ იოსების ძე რამიშვილის წიგნი „ჭოლა ლომთათიძე“ წარმოადგენს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების მონოგრაფიულ მიმოხილვას. ნაშრომი დაწერილია უშუალოდ პირველწყაროებზე დაყრდნობით, აგრეთვე კრიტიკულად არის გათვალისწინებული ჭ. ლომთათიძის შესახებ არსებული მთელი ლიტერატურა.