წინამდებარე ტომში წარმოდგენილია IV ს-ის დიდი ბიზანტიელი მწერლისა და ღვთისმეტყველის, წმ. გრიგოლ ნაზიანზელის 16 ლიტურგიკულ ჰომილიათა რიცხვში შესული ნათლისღებისადმი მიძღვნილი 39-ე და მე-40 სიტყვების სამი ქართული თარგმანი. 39-ე სიტყვის უძველესი წინაათონური ანონიმური თარგმანი დაცულია ქართულ მრავალთავებში; X ს-ის ბოლოსა და XI ს-ში ეს ჰომილიები ქართულად ორმა უდიდესმა საეკლესიო მოღვაწემ და მოაზროვნემ, ეფთვიმე ათონელმა და ეფრემ მცირემ, გადმოიღო.