წიგნში დეტალურად არის განხილული მხატვრული ნაწარმოების პოეტური ენის საკითხები. ყურადღება გამახვილებულია პოეტური ლექსიკის ისეთ სახეებზე, როგორებიცაა: არქაიზმი, ისტორიზმი, ნეოლოგიზმი, ნასესხები სიტყვები, ბარბარიზმი, ჟარგონიზმი, პროფესიონალიზმი, ოკაზიონალიზმი, დიალექტიზმი, ეთნოგრაფიზმი, რეგიონალიზმი, ევფემიზმი, დისფემიზმი, ვულგარიზმი, სინონიმები, ანტონიმები, ომონიმები, პოლისემია, პარონიმები, ტავტოლოგია, პლეონაზმი, ინტერნაციონალიზმი და სხვ. გამოკვლევაში სათანადო ყურადღება ეთმობა ტროპის საკითხებს: შედარებას, ეპითეტს, მეტაფორას, ლიტოტესს, ალეგორიას, ირონიას, ჰიპერბოლას, მეტონიმიას, პერიფრაზს, სიმბოლოს, გაპიროვნებას, ოქსიმორონს. საანალიზოდ წარმოდგენილია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების მხატვრული ნაწარმოებები.