ნაშრომში განხილულია საქართველოს მოსახლეობისა და შრომითი რესურსების კვლავწარმოების პრობლემები, შრომითი პოტენციალის ფორმირების რეგიონული თავისებურებანი და მოსალოდნელი ცვლილებები 2010 წლამდე. გამოვლენილია მოსახლეობის მიგრაციის ძირითადი მიმართულებანი, ნაკადთა სოციალურ-დემოგრაფიული სტრუქტურა, ხარისხობრივი შემადგენლობა და მისი გავლენა შრომითი პოტენციალის რეგიონული გადანაწილების პროცესზე გაანალიზებულია შრომითი პოტენციალის მთავარი კომპონენტის – განათლების პოტენციალის ზრდის კანონზომიერებანი და 90-იანი წლების კრიზისულ ვითარებაში სპეციალისტთა ჭარბწარმოებით შექმნილი პრობლემები.