ნაშრომში გაანალიზებულია რუსეთის საუკუნეობრივი მიგრაციული ექსპანსია, შეფასებულია მისი შედეგი. მდიდარი ლიტერატურისა და სტატისტიკური მასალის ანალიზით ნაჩვენებია რუსეთის დემოგრაფიული დეპრესია და იმიგრაციული პოლიტიკის გააქტიურების აუცილებლობა, „ახალი მიგრაციული პოლიტიკის“ პოზიტიური მხარე, გეოსტრატეგიული პარადიგმის -„მიწების შეკრებიდან - ხალხების შეკრებისაკენ“ ფორმირება. ამ ფონზე გადმოცემულია რუსეთში გამძაფრებული მიგრანტოფობია, რომელიც ეთნოფობიასა და უკიდურეს ქართველოფობიაშია გადაზრდილი, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს თანამემამულეებს.