ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ჟურნალი "კლდე" (1912-1915 წწ.)

გამოცემის წელი2003
გამომცემლობანეკერი

ნაშრომი წარმოადგენს მონოგრაფიულ გამოკვლევას ყოველკვირეულ საზოგადო-ეკონომიურ და სალიტერატურო ჟურნალ „კლდის“ შესახებ. ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ეს ბეჭდური ორგანო გამოდიოდა 1912 წლის 16 სექტემბრიდან 1915 წლის 17 მაისამდე. ჟურნალის დამფუძნებლები იყვნენ გულმხურვალე მამულიშვილები – დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი და შალვა ამირეჯიბი. ჟურნალმა „კლდემ“ გაზეთ „საქართველოსთან“ ერთად, დიდი როლი შეასრულა ქართული ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამოუკიდებელ პოლი- ტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების საქმეში.