ნარკვევებში წარმოდგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებული, აგრეთვე, სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენილი მოხსენებები ბათუმის წარსულ ისტორიაზე. ქართული და უცხოური დოკუმენტური მასალების საფუძველზე კომპლექსურადაა შესწავლილი და წარმოჩენილი ბათუმის როლი და მნიშვნელობა XIX-XX საუკუნეების საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებში. განხილულია ბათუმთან დაკავშირებული სამხედრო - სტრატეგიული საკითხები. ნაჩვენებია ბათუმის ადგილი საერთო ქართულ რეალობაში. ავტორი ასევე გვაწვდის საყურადღებო ცნობებს ბათუმის საქალაქო ცხოვრების შესახებ.