ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კონსტანტინე გამსახურდიას პროზის სტრუქტურა

ავტორისოსო სიგუა
გამოცემის წელი1989
გამომცემლობამერანი
რედაქტორინინო ახალკაცი

კონსტანტინე გამსახურდიას რთული და მრავალფეროვანი შემოქმედების შესახებ ოციანი წლებიდან დღევანდელობამდე დაიწერა არაერთი მცდარი თუ მართებული კრიტიკული სტატია და მეცნიერული გამოკვლევა. მაგრამ ყოველი ეპოქა და ყოველი თაობა კლასიკას ახლებურად კითხულობს, მასში ეძებს თავის მისწრაფებათა გამართლებას, ეძებს ახალ სასიცოცხლო იდეებს. ეს წიგნიც ცდაა დიდი მწერლის პროზის ახლებური გააზრებისა, ავტორი ცალკეულ ნაწარმოებებს არ განიხილავს. იგი გამოყოფს სპეციფიკურ იდეებს, მოტივებს, ნიშნებს, ეძებს მათ შორის არსებულ კავშირებს, განიხილავს მხატვრულ სტრუქტურას, რომელსაც მკვლევარი მითოსურ შრეებამდე მიჰყავს.