რომანი იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. დამთავრება ვერ მოვასწარი. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა გახმაურებული ფილმი მონანიება. სცენარზე მუშაობამ, შემდეგ ფილმის გარშემო ამტყდარმა ხმაურმა (ფილმი ორჯერ იყო დაპატიმრებული) დიდი დრო წამართვა, საქართველოში მომხდარმა ისტორიულმა ძვრებმა კი საერთოდ შემაჩერებინა რომანზე მუშაობა.
დღეს მივუბრუნდი რომანს, მივხვდი, რომ იგი დღევანდელ დღესაც მიესადაგება. ვარლამ არავიძენი წარსულში თუ თითო-ოროლანი ბოგინებდნენ, დღეს მომრავლებულან, მომავალში ეგებ კიდევ უფრო მომრავლდნენ...
ავტორი